თავფურცელი ჩვენ შესახებ
ქართულიინგლისური
ჩვენ შესახებ



შ.პ.ს. “ლასარე” დაარსდა 1989 წელს. კომპანია განლაგებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. დღეისათვის “ლასარე” წარმოადგენს კერძო ავია-სატვირთო ტერმინალს. ეს გახლავთ საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისათვის აუცილებელი ბაზის, საბაჟო საწყობისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობის ერთობლიობა უშიშროების დაცული სისტემით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან პროფესიონალურ მომსახურებას 24-საათის განმავლობაში. ტერმინალის ტერიტორიაზე განლაგებულია სატვირთო მომსახურების სრულყოფილი და დროული უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა სათანადო სამსახური. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, აეროდრომზე დამოუკიდებელ გასასვლელთან ერთად, საშუალებას გვაძლევს ადვილად გავართვათ თავი საჰაერო ტვირთების მომსახურების საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით. კომპანიაში  დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელები, მათ შორის არიან  IATA-სა და FIATA-ში სერტიფიცირებული სპეციალისტები, სახიფათო  ტვირთების და ცოცხალი ცხოველების მომსახურების უფლებით. მომსახურების მთელი პროცესი კომპიუტერიზირებულია. ავიაგადაზიდვების გაყივებისას მომხმარებელს ვთავაზობთ სპეციალურად ავიატვირთებისათვის მორგებულ სადაზღვევო პროგრამას.
შ.პ.ს.”ლასარე” საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სატვირთო აგენტია.
წლების განმავლობაში მაღალი დონის სანდო მომსახურების წყალობით  კომპანიამ მომხმარებლებს შორის საიმედო პარტნიორის რეპუტაცია დაიმკვიდრა.  სატვირთო საჰენდლინგო და გაყიდვების აგენტის სტატუსით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ისეთ უმსხვილეს უცხოურ და ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა: “თურქეთის ავიახაზები”, “ბრითიშ მიდლენდ ეარვეისი”, “ლუფთჰანზა კარგო”, ”კარგოლუქსი” “ეარბალტიკი”, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები", “ჯორჯიან ეარვეისი” და სხვა; გარდა ამისა, ვემსახურებით (ვასრულებთ სატვირთო მომსახურების სრულ კომპლექსს) საქართველოში აკრედიტირებულ თითქმის ყველა საერთაშორისო თუ დიპლომატიურ მისიას, ორგანიზაციასა და საელჩოს; მათ შორის აშშ-ს, საფრანგეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, ვატიკანის საელჩოებს, საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოებასა და  გაეროს სხვადასხვა მისიას.
ბიზნესის სფეროში შეტანილი წვლილის, მაღალი რეპუტაციისა და  პროფესიონალიზმისათვის შპს “ლასარე”-მ მიიღო სპეციალური ჯილდო - ევროპის ოქროს თაღი ხარისხისა და ტექნოლოგიისათვის.

 

სიახლეები

      2012 წლის 1 მაისიდან ლასარე-ს საავიაციო სატვირთო ...

      მიმდინარე წლის 7-15 აპრილს შ.პ.ს. „ლასარე“-ს დელ ...

      2012 წლის 1 თებერვლიდან 5 ვარსკვლავიანმა ავიაკომ ...

      2011 წლის "ლასარე"-ს საუკეთესო თანამშრომლები

      იხილეთ Air Cargo Week-ში გამოქვეყნებული ჩვენი კო ...

    all news