|
2012 წლის 1 მაისიდან ლასარე-ს საავიაციო სატვირთო ტერმინალმა დაიწყო ავიაკომპანია ESTONIAN AIR-ის რეისების სატვირთო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

|
|
მიმდინარე წლის 7-15 აპრილს შ.პ.ს. „ლასარე“-ს დელეგაცია Security Cargo Network-ის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებულ X საიუბილეო კონფერენციაზე მაიმი ბიჩში - აშშ.
კომფერენციას მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 150-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა. Security Cargo Network-ი აერთიანებს ლოჯისტიკის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებს, რომლებიც წლებია წარმატებულად მოღვაწეობენ საერთაშორისო გადაზიდვების მსოფლიო ბაზარზე.
შ.პ.ს. „ლასარე“-ს წარმომადგენლებმა 20-მდე შეხვედრა გამართეს სხვადასხვა კომპანიების მესვეურებთან და დასახეს არაერთი ერთობლივი სამომავლო გეგმა. კონფერენციაზე მიღებულ საინფორმაციო ბაზაზე და მოძიებულ კონტაქტებზე დაყრდნობით ლასარე მზად არის ხელი შეუწყოს სატვირთო მომსახურების ზრდისა და განვითარების პროცესს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებში.

|
|
2012 წლის 1 თებერვლიდან 5 ვარსკვლავიანმა ავიაკომპანია QATAR AIRWAYS-მა დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება თბილისში. საქართველოში QATAR AIRWAYS-ის სატვირთო საჰენდლინგო აგენტია ლასარე, რომლის საავიაციო სატვირთო ტერმინალი გთავაზობთ სრულ ავიასატვირთო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიის და რეისების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებ-გვერდს: http://www.qrcargo.com/

|
|
2011 წლის "ლასარე"-ს საუკეთესო თანამშრომლები
|
|
იხილეთ Air Cargo Week-ში გამოქვეყნებული ჩვენი კომპანიის გაყიდვების მენეჯერის ქ-ნ. ინგა მელიკ-გაიკაზიანის ინტერვიუ
 |
|
3 ოქტომბრიდან ვემსახურებით ა/კ "flydubai" -ს რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

|
|
სექტემბრიდან გთავაზობთ ა/კ „China Southern Airlines“-ის სატვირთო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

|
|
მიმდინარე წლის 2 ივნისაიდან ავიაკომპანია "air Astana"-მ დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება ალმატა-თბილისი-ალმატა-ს მონაკვეთზე. ჩვენ გთავაზობთ სრულ ავიასატვირთო მომსახურებას ზემოხსენებულ რეისებზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

|
|
ოფისების იჯარა საჭირო ინფორმაცია სატვირთო გადაზიდვებთან და ზოგადად ავიაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისათვის, კერძო პირებისა და კომპანიებისათვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, შ.პ.ს. ''ლასარე''-ს ახლადაშენებული სატვირთო ტერმინალის შენობაში ქირავდება ევროსტანდარტების მიხედვით კეთილმოწყობილი საოფისე ფართები. უპირატესობანი :
- მდებარეობა - შემოსავლების სამსახურის გაფორმების სერვის ცენტრსა (ყოფილი საბაჟო) და სამთავრობო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალიდან 5 წუთის სავალზე;
- დროის დაზოგვა - ტვირთთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარება უმოკლეს დროში ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის ერთობლიობის ხარჯზე;
- პირობები - მოხერხებული, დაცული და კომფორტული გარემო.
დაინტერესდით? მაშინ დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ტელ: 294 81 24 ფაქსი: 294 81 41

|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>
|
|
გვერდი 1 of 2 |