თავფურცელი სერვისები ავიაგადაზიდვის სააგენტო მომს.
ქართულიინგლისური
ტვირთის ავიაგადაზიდვის სააგენტო მომსახურება

შ.პ.ს. "ლასარე" ასრულებს ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე. 
ვართ შემდეგი ავიაკომპანიების  გაყიდვების აგენტები საქართველოში:
- აეროსვიტი
- ეარ ასტანა
- ეარბალტიკი
- ბელავია
- ბრითიშ მიდლენდ ეარვეის კარგო
- ჩეხეთის ავიახაზები
- დელტა
- დონბასსაერო
- ჯორჯიან ეარვეისი
- ლუფთჰანზა კარგო
- LOT პოლონეთის ავიახაზები
- S7 აირლაინს
- თურქეთის ავიახაზები
- უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები
ძირითადი სატრანზიტო აეროპორტებია  (თბილისიდან): ვენა, სტამბული, ლონდონი,  პრაღა, მიუნჰენი, კიევი, რიგა, ბაქო; ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ კლიენტისათვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.
გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული  პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.
ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.
ტვირთის გაგზავნის ძირითადი მოთხოვნებია:
ტვირთის საბაჟო გაფორმება უნდა მოხდეს რეისამდე 24-საათით ადრე; ტერმინალში ტვირთი ბარდება გაგზავნისათვის სრულ მზადყოფნაში - ”მზად გაგზავნისთვის”; ტვირთის შემადგენლობის (შიგთავსის) სწორი დეკლარირება, როგორც სტანდარტული, ისე სახიფათო ტვირთებისათვის; ტერმინალში გამგზავნი ავსებს სპეციალური განაცხადის ფორმას “ტვირთის გაგზავნაზე”, აუცილებელი აღნიშვნით ექვემდებარება თუ არა მის მიერ მოწოდებული ტვირთი ავიაგადაზიდვას სახიფათო ტვირთის სტატუსით. სახიფათო ტვირთის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი აწვდის ტერმინალის პერსონალს სახიფათო ტვირთის კოდს და დეკლარაციას; ტვირთის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგზავნს; ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე; ერთი ადგილი +150კგ-ზე ზევით) ტვირთის გაგზავნისას გამგზავნი წინასწარ უკავშირდება გადაზიდვების განყოფილებას გადაზიდვის პირობების შესათანხმებლად
                                                      ტელ.: (+995 32) 245 03 30
                                                                 (+995 32) 245 08 80
                                                                 (+995 32) 294 84 31
                                                      ფაქსი: (+995 32) 294 83 94
                                                      ელ-ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

სიახლეები

      2012 წლის 1 მაისიდან ლასარე-ს საავიაციო სატვირთო ...

      მიმდინარე წლის 7-15 აპრილს შ.პ.ს. „ლასარე“-ს დელ ...

      2012 წლის 1 თებერვლიდან 5 ვარსკვლავიანმა ავიაკომ ...

      2011 წლის "ლასარე"-ს საუკეთესო თანამშრომლები

      იხილეთ Air Cargo Week-ში გამოქვეყნებული ჩვენი კო ...

    all news