|
თვითმფრინავების სახმელეთო სატვირთო მომსახურება |
|

|
შ.პ.ს. "ლასარე" ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სახმელეთო-სატვირთო მომსახურებას, ვართ შემდეგი ავიაკომპანიების სატვირთო საჰენდლინგო აგენტები საქართველოში: - ეარ ასტანა - აეროსვიტი - ეარ ბალტიკი - არკია - ბელავია - ბრითიშ მიდლენდ ეარვეის კარგო - კარგოლუქსი - სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები - ჩეხეთის ავიახაზები - დონბასსაერო - ჯორჯიან ეარვეისი - LOT პოლონეთის ავიახაზები - ლუფთჰანზა კარგო - ფლაიდუბაი - პეგასუს აირლაინს - კატარის ავიახაზები - S7 აირლაინს - თურქეთის ავიახაზები - უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - ურალის ავიახაზები ვემსახურებით ყველა ტიპის თვითმფრინავებს, მათ შორის B-747; B-767; B737; B-707; DC-10; A-300; A-310; A-319; A-320; A-321; IL-76; IL-86; IL-96; AN-12; AN-126 და სხვა; ვამუშავებთ კონტეინერებს 2АК-1,5; LD-3; LD-7, ქვესადგამებს PA-1,5; PA-3, პალეტებს 60,4"x125"; 88"x125"; 96"x125. ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით. საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო-ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას. გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას. ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში. |
|